„ეკოჰერეთი“ – საქართველოში ხურმაზე მოთხოვნა დიდია

ლაგოდეხში მდებარე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი “ეკოჰერეთის” ხელმძღვანელის, ზურაბ კაპანაძის ინფორმაციით, საქართველოში ხურმაზე მოთხოვნა დიდია. „ეკოჰერეთიმ“ შემოდგომაზე, პირველი 10 დღის განმავლობაში, 10 ტონა ხურმის მოსავალი მიიღო.

„საქართველოში ხურმაზე მოთხოვნა სტაბილურია. მას ყიდულობენ როგორც შიდა მოხმარებისთვის, ისე მისი შემოდგომი ექსპორტისთვის. ამავე დროს, მყიდველები ხშირად თავადვე კრეფენ მოსავალს, რაც ჩვენთვის კარგია, რადგან მოსავლის აღება და შენახვა აღარ მოითხოვს დამატებით ძალისხმევას. პირველ ეტაპზე კოოპერატივში გაყიდვის ასეთი მეთოდი დამკვიდრდა. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რეალიზაციის სხვა გზების მოძიებაზეც, რადგან მომდევო წელს ჩვენ გაცილებით დიდი მოცულობის მოსავალს ველოდებით“,-განაცხადა ზურაბ კაპანაძემ.

კოოპერატივი „ეკოჰერეთი“ 2015 წელს, ლაგოდეხში 4 განსხვავებული პროფესიის წარმომადგენელმა დააფუძნა. დასაწყისისთვის, ექსპორტის მიზნით კოოპერატივშილლ თხილისა და ხურმის ნერგები გაშენდა. პროექტის განხორციელება „ერთიანი აგროპროექტის“ ხელშეწყობით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ნერგებისა და სარწყავი სისტემის ნაწილი დაფინანსდა.

ამჟამად კოოპერატივი ფლობს ხურმის სახეობა „ხაჩიას“ (მას ასევე უწოდებენ „იაპონურ ხურმას“), ასევე თხილის 3 სახეობის პლანტაციებს. ესენია, ქართული – „ანაკლიური“ და „გავაზურა“ და ასევე, იტალიური – Tonda Di Giffoni.

„ეკოჰერეთის“ ხელმძღვანელის თქმით, ერთ-ერთმა მყიდველმა კოოპერატივს შესთავაზა მთლიანი მოსავლის წინასწარ შეძენა და 1 კგ ხურმაში 0,50 ლარი შესთავაზა. ამასთან, მოსავლის საკუთარი ძალებით აღება.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი