მიწებზე საკუთრების რეგისტრაციის პროცესი 6 თვით გახანგრძლივდა

მიწებზე საკუთრების რეგისტრაციის პროცესი, 6 თვით გახანგრძლივდა. აგრარულ საკითხთა კომიტეტში აცხადებენ, რომ რეგისტრაციის პროცესის წარმოება მოქალაქეებს 1-ელი იანვრის ნაცვლად 1-ელ ივლისამდე შეეძლებათ. კომიტეტში განმარტავენ, რომ რეგისტრაციის გადავადების მიზეზი დაინტერესებული პირების მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებელია და, მეორე მხრივ,
კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება ხელს შეუწყობს სახელმწიფო პროექტების შეუფერხებლად განხორციელებას
ცვლილებები „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონში“ 2018 წლის 13 დეკემბერს დამტკიცდა.

2018 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, 575 000-მდე მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი