ახმეტაში მდებარე „დორანი ფერმა“ ჰოლშტეინის ჯიშის პირუტყვის შემოყვანას გეგმავს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოქმედი მერძევეობის თანამედროვე ფერმა შპს „დორანი ფერმა“ წელს ჰოლშტეინის ჯიშის ძროხების შემოყვანას გეგმავს გეგმავს.
შპს „დორანი ფერმის“ დირექტორი მამუკა წილოსანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შვიცის ჯიშის 80 მეწველი ფური ჰყავთ. წილოსანის თქმით, წარმოების გაზრდაზე მეხორცული და მერძეული ჰოლშტეინის ჯიშის ფურების შემოყვანა დადებითად აისახება.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ის ჰოლშტეინის ჯიშის 33 ძროხას შემოიყვანს.
,,მერძევეობის თანამედროვე ფერმა 2015 წლის ბოლოს შეიქმნა. შპს „დორანი ფერმის“ ასაშენებლად შეღავათაიანი აგროკრედიტი ავიღეთ, თუმცა მცირე ოდენობით საკუთარი თანხებიც მოვიძიეთ. ამ ეტაპზე გვყავს შვიცის ჯიშის 80 მეწველი ფური და რძეს „აგროჰაბს“ ვაბარებთ. „დორანი ფერმის“ განვითარება მომავალშიც მხოლოდ მერძევეობის მიმართულებით იგეგმება. ვგეგმავთ, რომ 33 ძროხა კიდევ დავიმატოთ, თუმცა ამჯერად შვიცის ჯიშზე აღარ გავაკეთებთ აქცენტს და ჰოლშტეინს შემოვიყვანთ. შვიციც კარგია, ჩვენი ძროხების წველადობა ყოველდღიურად საშუალოდ 25 ლიტრია, მაგრამ ჰოლშტეინი უფრო მეტს იწველება და რადგანაც მერძეული ფერმა ვართ, ჰოლშტეინი უფრო ხელსაყრელია ჩვენთვის“, – აცხადებს მამუკა წილოსანი.
მისი განმარტებით, ფერმაში ცხოველთა ჯანმრთელობას და მოვლას დიდი ყურადღება ექცევა, ამიტომ კომპანია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან აქტიურად თანამშრომლობს.
,, მეცხოველეობაში ცოდნის გასაღრმავებლად აქტიურად ვმუშაოთ. უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობის გარდა, ასევე მონაწილეობას ვიღთებთ საერთაშორისო ტრენინგებში. ესტონეთში ვიყავით და კვების რაციონის შერჩევაზე სწავლება გავიარეთ. ეს გამოცდილება წველადობის გაუმჯობესების კუთხით გარკვეულ შედეგს იძლევა, თუმცა იქაური პროფესიონალი მაინც გჭირდება, რომ ისეთივე შედეგი გვქონდეს, როგორიც მათ ესტონეთში აქვთ“, – ამბობს მამუკა წილოსანი.
ფერმაში მუდმივად 9 ადამიანია დასაქმებული, მათი რაოდენობა კი სეზონის მიხედვით იზრდება.
,,სეზონურად როდესაც საკვები ბაზის შექმნაა საჭირო, კიდევ დამატებით სხვა ადამიანებსაც ვასაქმებთ. ასეთ შემთხვევაში დასაქმებულების რაოდენობა 15 ადამიანს აღწევს. ფერმაში 8 ადგილიანი საწველი დანადგარი გვაქვს, ვგეგმავთ თანამედროვე ფერმის მართვის პროგრამების შეძენასაც.’’

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი