დადალაურების “ფერმერის საოჯახო სახლი”

ჩვენი ოჯახის ერთ-ერთ საქმიანობას წარმოადგენს მცირე ფერმერული მეურნეობა – მეფუტკრეობა, სოკოს წარმოება, გვყავს კურდღლები და სხვადასხვა შინაური ფრინველი. გვინდოდა შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც შენარჩუნებული იქნებოდა სოფლის მეურნეობის კულტურული ფასეულებები და ტრადიციები. ჩვენს ქვეყანაში აგროტურიზმი დღითიდღე ვითარდება და სამომავლოდ დიდი პერსპექტივა აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის ტიპის დასახლებაში ცხოვრობს, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ისეთი ეფექტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი დარგის განვითარება და პოპულარიზაცია, როგორიცაა აგროტურიზმი. ასე გაჩნდა იდეა და ჩვენს ფერმერულ საქმიანობას დავუმატეთ საოჯახო სახლი, რომელსაც შესაბამისი სახელიც დავარქვით – „ფერმერის საოჯახო სახლი“
საოჯახო სახლში მისულ ქართველ და უცხოელ ტურისტებს ადგილზე წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიან პროდუქტს ვთავაზობთ.
ამ სფეროში დიდია კონკურენცია და გასაღების ბაზარიც გადატვირთულია, თუმცა მიზნობრივი მარკეტინგის მეშვეობით, ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, შერჩეული გვყავს მომგებიანი სეგმენტი და კონცენტრირებას ვახდენთ მათ მომსახურეობაზე. ტურისტებს ასევე ვთავაზობთ კომბინირებულ ტურისტულ პროდუქტებს, რაც გულისხმობს ფოლკლორული თუ ტრადიციული ელემენტების გამოყენებას, რაც ამდიდრებს და ამრავალფეროვნებს შეთავაზებას და პირდაპირ მოქმედებს ტურისტის სოფლად დარჩენის ხანგრძლივობაზე. ჩვენი ტურისტები უმეტესი ნაწილი ძირითადად ევროპიდანაა, შემდეგ მოდის აზია, ჩრდილოეთ ამერიკა და ა.შ. მოდიან მარტო, წყვილებად, მეგობრებით, ოჯახებით. განსაკუთრებულად ხშირად გვსტუმრობენ ბავშიანი ოჯახები. ისინი ეცნობიან სოფლის ცხოვრებას, ტრადიციებს, დასვენების დღეებს ატერებენ სუფთა გარემოში და იღებენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. ჩვენს საოჯახო სასტუმროს აქვს საკმაოდ კარგი რეიტინგი საერთაშორისო ბაზარზე, რაც გვაძლევს იმის მოტივაციას, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ არსებული ინფრასტრუქტურა და მომსახურეობა.
მეწარმე გვანცა დადალაური

კომენტარები

კომენტარი