ახალი წლის შემდეგ ხახვი გაძვირდა – ქართულ ბაზარზე ადგილობრივი პროდუქტი იმპორტირებულმა ჩაანაცვლა

East Fruit -ის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ხახვის ფასი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაიზარდა.
ექსპერტების შეფასებით, პროდუქტის გაძვირება ძირითადად მიწოდების პრობლემას უკავშირდება, რაც დიდთოვლობამ გამოიწვია.
პროდუქტის ყველაზე დაბალი ფასი ტაჯიკეთში დაფიქსირდა, სადაც ფერმერებს 1 კგ ხახვში საშუალოდ, 10 ცენტს სთავაზობენ. ეს მაჩვენებელი წინა წლის ბოლო პერიოდის ფასს მხოლოდ 6%-ით აღემატება.

რუსეთში ხახვის ფასის შედარებით უმნიშვნელო 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აქ პროდუქტის ღირებულება 22 ცენტია.
უკრაინაში ხახვის ღირებულებამ 42 ცენტს მიაღწია, რაც 7%-იან ზრდას უტოლდება. დაახლოებით იგივე ფასი აქვს ხახვს საქართველოსა და მოლდოვაშიც, კერძოდ, მოლდოვაში პროდუქტი 41 ცენტი ღირს, რაც ფასის 17%-იან ზრდას ნიშნავს. საქართველოში ხახვის ფასმა 42 ცენტს მიაღწია. ამ მაჩვენებელმა წინა წელთან შედარებით 17,2%-ით მოიმატა. შედეგად, ქართველმა ფერმერებმა ადგილობრივი ხახვის გაყიდვა პრაქტიკულად შეწყვიტეს.

ბაზარი თითქმის მთლიანად იმპორტირებულმა პროდუქტმა ჩაანაცვლა.
მოამზადა ნინი ასანაშვილმა

კომენტარები

კომენტარი