დაფინანსება მეფუტკრეებისათვის – USAID “ზრდა” ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს

USAID Zrda აცხადებს საგრანტო კონკურსს მეფუტკრეობის/თაფლის წარმოებაში ჩართული დამწყები და არსებული მეფუტკრეებისთვის. საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მეფუტკრეობასა და თაფლის წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობის გაფართოებას, საფუტკრე მურნეობების მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, გამრავალფეროვნებას, წარმოების ზრდას და კომერციალიზაციას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შემდეგ რეგიონებში მცხოვრებ/მოქმედ ინდივიდუალური მეფუტკრეებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, ფერმერთა კავშირებს, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს.

შიდა ქართლი;
ქვემო ქართლი;
მცხეთა მთიანეთი;
კახეთი;
სამეგრელო ზემო სვანეთი;
სამცხე ჯავახეთის.

პროქტი ორი – არჩევითი და სავალდებულო კომპონენტისგან შედგება. სავალდებულო პაკეტი ბენეფიციარს სთავაზობს შემდეგი მახასიათებლების სკას: 30 დადანის ტიპის ხის 10 ჩარჩოიანი სკა, თაფლის საკუჭნაოთი და ჩარჩოებით, სავენტილაციო ბადით, კედლების სისქე არანაკლებ 2.5 სმ. აღნიშნული პაკეტის ღირებულება 3 600 ლარია, საიდანაც 80% ანუ 2 880 ლარს საგრანტო პროგრამა აფინანსებს, ხოლო 20% ანუ 720 ლარი ფერმერის თანამონაწილეობაა. იგივე პრინციპი მოქმედებს 40 და 50 დადანის ტიპის სკაზე.

რაც შეეხება არჩევით პაკეტს, რომელშიც სხვადასხვა აღჭურვილობა შედის, პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია აირჩიოს მინიმუმ ორი. აღნიშნულ კომპონენტს საგრანტო პროგრამა 70% აფინანსებს, განმცხადებლის თანამონაწილეობა კი 30%-ით განისაზღვრება.

სააპლიკაციო ფორმა.
დაინტერესებულმა პირებმა საგრანტო განაცხადი უნდა წარადგინონ ქართულ ენაზე, არა უგვიანეს 2019 წლის 22 თებერვლისა (18:00 საათი).
წყარო:

კომენტარები

კომენტარი