ტოკიოში ქართული ღვინის გამოფენა იგეგმება

ტოკიოში ქართული ღვინის გამოფენა იგეგმება. საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ
პროექტის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ რიგით მეორე გამოფენა იქნება. ქართული ღვინის ექსპოზიცია 2019 წლის 10 მარტს გაიხსნება და 7 მაისამდე გაგრძელდება. იაპონელი და დამთვარიელებელი ქართულ ღვინოს საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse“ იხილავს. მასში კი მონაწილეობას ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მიიღებენ. ერთ-ერთი ასეთი კი KTW ჯგუფია.

“ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ტოკიოს მასშტაბურ გამოფენაში, რომელიც დაახლოებით მარტის შუა რიცხვებში ჩატარდება. ეს არის მსგავსი გამოფენა რაც მსოფლიოს ცენტრში ბორდოში მოხდა და სადაც ერთი წელი ვიყავით საქართველო როგორც მასპინძელი. მიმდინარეობდა პროპარაგანდა იმის შესახებ თუ სად არის საქართველო, რატომ დაიმსახურა მან ეს სტატუსი. ამ კუთხით ხდება წარმოჩენა ტოკიოს გამოფენაზე, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა აზიაში უფრო მეტად გამოვიყენოთ ეს პლატზარმი და მაინც შევეცადოთ რომ უფრო მაღალსეგმენტზე ავიდეთ, როგორც ქვევრის ღვინის მიმართულებით ისე მშრალი ღვინის მიმართულებით და ა.შ.”- აცხადებს KTW ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე.

შეგახსენებთ, ღონისძიება 2017 წელს საფრანგეთში, ბორდოში, ქართული ღვინის შესახებ გამართული საერთაშორისო გამოფენის თემატური გაგრძელებაა.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი