ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში 920 000 ლარი დაიხარჯება

,,სოფლის დახმარების პროგრამის” ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 67 ტერიტორიულ ერთეულში 920 000 ლარი დაიხარჯება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები მოსახლეობასთან, სადაც ხდება პრიორიტეტული პრობლემების გამოვლენა, რომელიც 2019 წელს გამოყოფილი თანხებით მოგვარდება.
,,მოსახლეობა ძირითადად ითხოვს სოფლებში გარეგანათების სისტემის მოწყობას, საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობას, გზების მოხრეშვას და რეაბილიტაციას, ფიტნეს ტრენაჟორების მოწყობას, სასაფლაოების შემღობვას, სასმელი წყლის სისტემის და სარიტუალო დარბაზის რეაბილიტაციას და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითხოვენ.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში სოფლებში შეხვედრები 21 იანვარს დაიწყო და 16 თებერვლამდე გაგრძელდება. სულ ჩატარდება სოფლის 67 შეხვედრა”,- განუცხადეს Knews.ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი