ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების დასახელებებს ევროკავშირში უნებართვოდ ვერ გამოიყენებენ

ქართულ გეოგრაფიული აღნიშვნების დასახელებებს ევროკავშირში უნებართვოდ ვერ გამოიყენებენ.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში არსებობს ევროკავშირისა და საქართველოს სპეციალური გეოგრაფიული აღნიშვნების კომიტეტი, სადაც ევროკავშირისა და საქართელოს გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ დანართები გაკეთდა. ყოველი ახალი გეოგრაგიული აღნიშვნის დარეგისტრირების შემდეგ აღნიშნული კომიტეტი ბრიუსელში ან თბილისში იკრიბება და ახალ პროდუქტებს ერთიან რეესტრში ამატებს. გეოგრაფიული აღნიშვნების ეს სია ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის სავალდებულოა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის დასახელება ევროკავშირის ქვეყნებში უნებართვოდ აიკრძალება.

საქართველოში დღესდღეობით 20 გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტია რეგისტრირებული, მათ შორის, მეგრული და სვანური სულგუნი და თუშური გუდის ყველი.

საქპატენტის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, ქეთევან კილაძის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიული აღნიშვნების უნებათვოდ გამოყენება დაუშვებელია, არის შემთხვევები, როდესაც ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს სხვადასხვა უცხოური კომპანიები კანონდარღვევით იყენებენ:
„ლატვიაში, ქ. რიგაში, ერთ-ერთი ლატვიური კომპანიია ახდენდა, ლატვიაში ნაწარმოები ყველის – ,,სულგუნი“-ს რეალიზაციას. „საქპატენტმა“ ევროკომისიის სოფლის მეურნეობის განვითარების დირექტორატს მიმართა, ქართული ყველის გეოგრაფიული აღნიშვნის – „სულგუნი“ სავარაუდო, უნებართვო გამოყენების ფაქტების აღმოფხვრის შესახებ. ლატვიურ მხარესთან დამყარებული კონტაქტის შედეგად, ამ ქვეყნის შესაბამისი ორგანოების მხრიდან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების 175-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდა ადეკვატური ადმინისტრაციული ქმედებები. შედეგად კომპანიამ ყველის დასახელება შეცვალა. იმისათვის, რომ შეგვეძლოს მოვითხოვოთ ჩვენი დარღვეული უფლებების აღდგენა, საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა რეგისტრირდება ევროკავშირშიც. ამიტომაც საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა დაცულია ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. ასე რომ არ იყოს, მაშინ დარღვევებზე რეგირებას ვერ მოვითხოვდით“, – აცხადებს ქეთევან კილაძე.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი