ქართული ნედლი რძით ნაწარმოებ პროდუქტებს სპეციალური აღნიშვნა ექნებათ

ქართული ნედლი რძით ნაწარმოებ პროდუქტებს სპეციალური აღნიშვნა ექნებათ.

ქართული რძის ნიშანი იმ პროდუქტზე მიეთითება, რომელიც მხოლოდ ქართული ნედლი რძით დამზადებულია და რძის ფხვნილი ან/და ნებისმიერი მცენარეული დანამატი არ არის გამოყენებული. ნიშნის მიზანია ბაზარზე არსებული ქართული ნედლი რძით წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელს, რძისა და რძის პროდუქტების შეძენისას, ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.

ნიშნის გამოყენების უფლება ყველა რეგისტრირებულ საწარმოს ექნება, რომელიც წარმოებაში იყენებს მხოლოდ ნედლ რძეს, რაც დაეხმარება მათ არაჯანსაღი კონკურენციის დაძლევაში იმ საწარმოების მიმართ, რომლებიც რძის პროდუქტებს რძის ფხვნილით (აღდგენილი რძით) აწარმოებენ.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი