THRILLIST-მა საქართველო ევროპის საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნებს შორის დაასახელა

ამერიკულმა ონლაინ-ჟურნალმა “thrillist.com“-მა ევროპის კონტინენტის 48 ქვეყანა მათი სამზარეულოების მიხედვით დააჯგუფა. საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნად ვებ-გვერდმა იტალია დაასახელა, მეოთხე ადგილი კი საქართველოს მიაკუთვნა.
ქვეყნების პირველი ხუთეულში შედიან იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, საქართველო და გერმანია.
“საქართველო ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს. ქართული სამზარეულოს გამორჩეული თავისებურებაა მრავალფეროვანი სუნელების კომბინაცია, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავთ. ქართული სამზარეულო გამოირჩევა მკვეთრი, მაგრამ დაბალანსებული გემოთი”, – წერს გამოცემა.
ვებ-გვერდის შეფასებით, ქართული სამზარეულოს კულმინაციას ხაჭაპური წარმოადგენს. ასევე გამორჩეული კერძებია ხინკალი, ჩახოხბილი, ტყემალი, ჩაქაფული, კუჭმაჭი და სხვა.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი