ახალი პროექტი: ,,ფერმერთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობა კახეთის რეგიონში“.

 

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაცია HEKS-EPER-ის მხარდაჭერით იწყებს პროექტს ,,ფერმერთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობა კახეთის რეგიონში“.

აღნიშნული პროექტი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებთან თანამშრომლობით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ფერმერთა თეორიეული და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას, თანამედროვე მიდგომებისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

პროექტი დატვირთულია მრვალფეროვანი და სამიზნე ჯგუფის საჭიროებებს მაქსიმალურად მორგებული საგანმანათლებლო პროგრამებით. დაგეგმილია ორი გრძელვადიანი სასწავლო კურსი მეფუტკრეობასა და მებოსტნეობაში. გარდა ამისა, განხორციელდება მოკლევადიან ტრენინგ – კურსებზე, რომლებიც  წინასწარი კვლევის საფუძველზე გამოკვეთილ ყველაზე მოთხოვნად თემებს დაეთმობა. სწავლებას გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური, მოწვეული სპეციალისტები.

მოქნილი და საჭიროებებზე დამყარებული  სასწავლო კურსები ხელს უწყობს ფერმერებს და სოფლად მცხოვრებ მოსახელობას თეორიული და პრაქტიკული უნარ – ჩვევების გაღრმავებაში, რაც თავის მხრივ დაეხმარება მათ, როგორც თავიანთი თავის, ისე მათ მიერ წარმებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და რეალიზაციაში.

პროექტი სრულად მოიცავს  კახეთის რეგიონს – ახმეტა, საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი, სიღნარი, დედოფლისწყარო – და აერთიანებს სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ მსხვილ ფერმერებთან, მედიასთან, რათა მოხდეს სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირთა მობილიზება და ერთობლივი მუშაობით ბენეფიციარების დასაქმების ზრდა.

 

მოამზადა ნინო ასანაშვილმა

კომენტარები

კომენტარი