ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზაცია HEKS-EPER დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსს აცხადებს

ორგანიზაცია HEKS-EPER საქართველო, ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის “მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის“ (PROCEED) ფარგლებში, დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) და ბიოლოგიური მეურნეობის ასოციაცია “ელკანა“-სთან ერთად აცხადებსმეორე  ღია საგრანტო კონკურსს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
საგრანტო კონკურსი მოიცავს როგორც ქალაქ დედოფლისწყაროს, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ყველა ერთეულს. შემოსული განაცხადებიშეფასდება დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის (LDS) და მისი პრიორიტეტების შესაბამისად.
საგრანტო კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია იმ პროექტების დაფინანსება, რომელიც მიზნად ისახავს ცხოვრების დონისა და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში შემავალი პრიორიტეტებისა და მიზნების გათვალისწინებით.
კონკურსის დასაწყისი:             
19 თებერვალი, 2019
განაცხადების მიღების  ბოლოო ვადა:  
5 მარტი, 2019 (14:00 სთ-მდე)
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა გულისხმობს განმცხადებლის მხრიდან თანხობრივ თანამონაწილეობას შემდეგი პირობებით:
  1. კომერციული ორგანიზაციები (შპს, ი/მ, ამხანაგობა, კოოპერატივი, სააქციო საზოგადოება-აუცილებელი მოთხოვნაა, რეგისტრირებული იყოს განცხადების წარდგენამდე მინიმუმ 6 თვით ადრე) – პროექტის ჯამური ბიუჯეტის მინიმუმ 40%,  ხოლო, თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 30.000 ლარს, თანამონაწილეობის თანხა განისაზღვრება 25%-ით.
  2. მუნიციპალური და სამთავრობო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები – პროექტის ჯამური ბიუჯეტის 10%.
  3. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივები (აუცილებელი მოთხოვნაა, რეგისტრირებული იყოს განცხადების წარდგენამდე მინიმუმ 6 თვით ადრე) – პროექტის ჯამური ბიუჯეტის 25%.
  4. ფიზიკური პირები (სტარტაპი) – პროექტის ჯამური ბიუჯეტის 25%. საგრანტო თანხა  არ უნდა აღემატებოდეს 30.000 ლარს. (აუცილებელი მოთხოვნა – იურიდიულ ერთეულად დარეგისტრირება გრანტის მიღების შემთხვევაში).
დაშვების ზოგადი წესები:
საგრანტო კონკურსში მისაღები იქნება ყველა ის პირველადი საპროექტო განაცხადი (პროექტის კონცეფცია), რომელიც განხორციელდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. პროექტიდან მიღებული უშუალო სარგებელი მიმართული უნდა იყოს დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიზნების განხორციელებისაკენ. საგრანტო კონკურსში  დაიშვება ყველა კონცეფციის ფორმა, რომელსაც აპლიკანტი წარმოადგენს კონკურსის ბოლო დღის, 2019 წლის 5 მარტის 14:00 სთ-მდე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით „PROCEED“-ის მისამართზე:
proceed@heks-eper.org.ge
კონცეფციის ფორმები სრულად უნდა იყოს შევსებული და უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მინიმუმ ერთ პრიორიტეტს.
დედოფლისწყაროს განვითარების სტრატეგია.
პირველადი საპროექტო განაცხადის წარდგენისათვის, საჭირო პირობებსა და პროცედურაზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია დოკუმენტ „მეორე საგრანტო კონკურსის აღწერა“ მეშვეობით, რომლის გადმოწერა შესაძლებელია ამ ბმულიდან.
პირველადი საპროექტო განაცხადი (კონცეფციის ფორმა)
კონცეფციის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულიდან.
შერჩეული კანდიდატების მიიღებენ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ:
  • შოთა კუკულაძე – საველე კოორდინატორი
მობილური: 599 350 508
ელ-ფოსტა: fcdedoplistskaro@elkana.org.ge
  • ლაშა აბაშიძე – გარემოს დაცვისა და კატასტროფების რისკის შემცირების სპეციალისტი
მობილური: 591 195 506
ელ-ფოსტა: envdedoplistskaro@elkana.org.ge
  • ალეკო ბაღდაძე – სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების სპეციალისტი
მობილური: 591 195 508
ელ-ფოსტა:  agridedoplistskaro@elkana.org.ge

წყარო:

კომენტარები

კომენტარი