მუკუზანსა და ქინძმარაულში ყურძნის აღრიცხვა-გადამუშავება ელექტრონულად იგეგმება

მუკუზანსა და ქინძმარაულში ყურძნის აღრიცხვა-გადამუშავება ელექტრონულად იგეგმება, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, აღარ იარსებებს გამგებლებისა და რწმუნებულების მიერ გაცემული ცნობები. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფერმერებს მხოლოდ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირების შემდეგ შეეძლებათ პროდუქციის რეალიზება.

„მევენახეობის ელექტრონული კადასტრი და პასპორტიზაციის პროცესი რამდენიმე წელია ხორციელდება. წელს მუკუზანსა და ქინძმარაულში ელექტრონულად იგეგმება ყურძნის აღრიცხვა, ჩაბარება და გადამუშავება. აღარ იარსებებს გამგებლებისა და რწმუნებულების მიერ გაცემული ცნობები და ფერმერებს შეეძლებათ, მხოლოდ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირების შემდეგ შეეძლებათ პროდუქციის რეალიზება, როგორც ეს ხდება ევროპაში. ეს, რა თქმა უნდა, ქართული ღვინის რეპუტაციასაც და საიმედოობასაც ​კიდევ უფრო აამაღლებს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი