მერძევე ფერმერების დახმარების პროგრამა სექტებრიდან დაიწყება

მესაქონლეობის მასობრივი, საყოველთაო მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში მერძევეობის მიმართულებით პროექტების განხორციელება სექტემბრიდან დაიწყება. შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, პროექტს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD – International Fund for Agricultural Development) დააფინანსებს.

„IFAD – ის პროგრამის განხორციელება სექტემბრიდან დაიწყება. მერძევეობის მიმართულებით პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, რომ ექვს თანამედროვე ფერმასთან ვითანამშრომლოთ, რომლებსაც კარგი პირუტყვის, შენობა-ნაგებობის, ტექნიკური აღჭურვილობის, შესაბამისი პერსონალის გარდა ასევე ექნება საკვები ბაზის (სილოსი და ა.შ.) თვითუზრუნველყოფის შესაძლებლობა. პროექტის ძირითადი სარგებელი იქნება ის, რომ ყურადღება გამახვილდება ცოდნის გაღრმავებაზე და ამაზე იზნუნებენ მოწვეული მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხოელი ექსპერტები, რომლებიც დიდ დროს დაუთმობენ ამ ფერმებში მუშაობას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ფერმები, რომლებიც IFAD -ის პროგრამების ბენეფიციარები გახდებიან, უნდა განვითარდნენ, როგორც საუკეთესო პრაქტიკის სამოდელო საწარმოები.
“წარმატებულმა ფერმებმა კარი უნდა გაუხსნან სხვა წვრილ ფერმერულ მეურნეობებს, რითაც ცოდნის მიღების და განვითარების საშუალებას მათაც მისცემენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მცირე ფერმერულ მეურნეობებსაც გაფართოება და მთელი საწარმოო ჯაჭვის აწყობის შესალებლობა გაუჩნდებათ”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი