სოფელ ვაზისუბანში კაკლის ახალი ბაღი გაშენდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, კაკლის ახალი ბაღი გაშენდა. ინტენსიური ბაღი სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ფერმერმა მალხაზ ჩუგოშვილმა გააშენა.
სოფლის მეურენობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა პაატა შეყელაძე აღნიშნა, რომ ფერმერი პროექტში 2017 წელს ჩაერთო და 7 ჰექტარზე კაკლის ინტენსიური ბაღის გაშენებისთვის სახელმწიფოსგან 43 ათას ლარზე მეტი თანადაფინანსება მიიღო, რომლისგანაც 24 944 ლარი ნერგების თანადაფინანსებისთვის, ხოლო 18 325 ლარი საირიგაციო სისტემისთვის იყო განკუთვნილი.
ფერმერი მალხაზ ჩუგოშვილი სახელმწიფოს მხარდაჭერით გეგმავს Global Gap-ის პირველადი წარმოების საერთაშორისო სერთიფიკატი აიღოს.
„ერთიან აგროპროექტი” გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი