კახეთში არსებული კოოპერატივები მასობრივად იხურება

ახეთის რეგიონში 224 კოოპერატივიდან ამ დროისთვის რეგისტრირებულია 123. კოოპერატივების განვითარების სააგენტომ კი სტატუსი 101 მათგანს შეუჩერა.

პრობლემების შესახებ საუბრობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოქმედი კოოპერატივის ,,მარგი L’’ მმართველი დირექტორი. გიორგი ენუქიძე განმარტავს, რომ კოოპერატივების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გამკაცრებული  მოთხოვნებისა და ხარჯების სიძვირის  გამო  ისინი ბოლო წლებია მოგებას ვერ ნახულობენ. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო დროულად არ განახორციელებს მხარდასაჭერ მიზნობრივ პროექტებს,  გიორგი ენუქიძე არ გამორიცხავს, რომ მათი კოოპერატივიც  დაიშლება.

,,კოოპერატივში 11 მეპაიე ვართ  გაერთიანებული,  ჩვენი პროდუქცია   ყურძენი და თხილიგვაქვსსათბურისადაც მოგვყავს ბოსტნეულიკიტრი და პომიდორი გაგვიძვირეს საწვავიარ გვაქვს სარწყავიწყალიამას ემატება ფინანსების ნაკლებობა და ბოლო წელია ზარალში ვართალბათ ზამთარში სათბურსვეღარ დავათბობთეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენთვისსარწყავი წყალი რომ გვქონდესმეტიმოსავალი გვექნებოდაგართულებულია მოთხოვნები კოოპერატივებისთვის სახელმწიფოს მხრიდან, რაც დამატებით პრობლემას გვიქმნის 

ქრობთცოტა ხანს კიდევ შევინარჩუნებთ კოოპერატივს და თუ არაფერი შეიცვალადავიშლებითსახელმწიფო პროექტებში მივიღეთ მონაწილეობაგვქონდა მოთხოვნა ფუტკრის სკებზე და არ მოგვცესამანხელი შეგვიშალა საქმიანობის გაფართოვებაშიასევე გვეუბნებიანმიწა კოოპერატივის საკუთრებაშიშეიტანეთოამის გაკეთება კი არავის არ უნდამიწა ჩვენია და გადასახადებს ჩვეულებრივ ვიხდითგარდაამისავალდებულებაა სარეზერვო ფონდის შექმნაგვაქვს ცოტა ფულიმაგრამ იმდენი არა, რომ  განვითრებისთვის და გაძლიერებისთვის გვეყოსამ სირთულეების მიუხედევად, თუ სწორად წავალთ, კოოპერატივების მუშაობა მომგებიანი შეიძლება იყოს, რადგან ერთობლივი მუშაობით შედეგის მიღწევაადვილია‘’,- აცხადებს გიორგი ენუქიძე.

კოოპერატივ ,,ალაზნის ველის’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი მიუთითებს, რომ სასოფლო-სამუერნეო გაერთიანებების მასობრივად გაუქმების მიზეზი არა სახელმწიფო მიდგომების, არამედ ამ მიმართულებით მეწარმეების ნაკლები კომპეტენციაა. კოტე მახათელაშვილი აცხადებს, რომ ამ დარგის გაძლიერების და განვითარებისთვის მთავარია კოოპერატივებს ჰყავდეთ პროფესიონალი კადრი, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სფეროში ექნებათ შესაბამისი გამოცდილება.

,,ერთი წელია რაც კოოპერატივი შევქმენით და სახელმწიფო ძალიან გვეხმარება. 20 მეპაიე ვართგაწევრიანებული ჩვენი ვენახებით და ახლა უკვე ვაშენებთ ღვინის საწარმოსტექნიკური დახმარებასახელმწიფოსგან მივიღეთგადმოგვცეს მოწყობილობები და ვემზადებით მოსავლის მისაღებად დაგადასამუშავებლადკოოპერატივების შექმნა სწორიაგაერთიანება და მუშაობა კარგის მეტს არაფერს არმოგვცემსვინც კარგად არ იცის ეს საკითხიეჭვით უყურებს და ფრთხილად ეკიდებაძირითადი პრობლემაკი განათლების და პროფესიონალიზმის ნაკლებობაა.

ახალგაზრდები ამთავრებენ უნივერსიტეტებს და ისეთ პროფესიას ირჩევენრაც არ გამოადგებათვფიქრობმეტი ახალგაზრდა უნდა დაინტერესდეს პროფესიული სასწავლებლითრომ ადგილზე გვყავდესგამოცდილი კადრირომელიც შექმნილ პრობლემებს ადვილად გაუმკლავდება.‘’

კოოპერატივების საქმიანობაში არსებულ სირთულეებზე მიუთითებს „ელკანას“ მარკეტინგის კონსულტანტიც. ირაკლი ჯავახიშვილი ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს სახელმწიფოს მიერ მოსაგვარებელ საკითხებთან ერთად ფერმერების არასწორ მიდგომასაც უკავშირებს. ჯავახიშვილის განმარტებით, პრობლემების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონის გამარტივება და ამ კუთხით კვალიფიციური კადრების გადამზადება.
,,სასოფლოსამურნეო კოოპერატივების შექმნას ფერმერები უდგებიან საინვესტიციო თანხების მოზიდვისმიზნით და ნაკლებად ფიქრობენ ერთობლივად საქმიანობის გაგრძელების სირთულეებზეისინი ნაკლებადიცნობენ კანონს და ცუდათ ერკვევიან კოოპერირების საკითხებშინაკლებ ყურადღებას აქცევენკოოპერატივის საქმიანობის ფინანსური დაგეგმარებისა და ანალიზის წინასწარ განხორციელების საკითხს.

შემდგომი მუშაობის დროს ისინი აწყდებიან სხვა პრობლემებსაციშვიათია შემთხვევებიროდესაცკოოპერატივის ყველა წევრი აქტიურად არის ჩართული საქმიანობაშიკოოპერატივის საქმიანობისბიუროკრატიური მოვალეობები გადასულია ხოლმე ერთან მაქსიმუმ 2 წევრზეასევე ნაკლებადახორციელებენ შემოსავლების გატარებას და როგორც ფინანსურიასევე სხვა აუცილებელი დოკუმენტაციისწარმოებასაქვთ მცდარი შეხედულებარომ სასოფლოსამეურნეო კოოპერატივში არ არის საჭიროდოკუმენტაციის წარმოებაიმის გამორომ მოქმდებს საგადასახადო შეღავათი.

უარს ამბობენ ან ვერ ქირაობენ ბუღალტრებს და სხვა სპეციალისტებსრის გამოც ბევრს შეცდომას უშვებენარღვევენ 30%-იან გარე მომსახურეობის ზღვარსარ ითვალისწინებენ სავალდებულო სარეზერვო ფონდისშექმნის და მეპაიეთა რეესტრში ცლილებების საჯარო რეესტრში გატარების მოთხოვნასსირთულესწარმოადგენს ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესიც’’,- აცხადებს ირაკლი ჯავახიშვილი.

„ელკანას“ მარკეტინგის კონსულტანტი მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე კოოპერატივების რაოდენობის შემცირება ბუნებრივი პროცესია, რადგან მათი უმრავლესობა შექმნილია ფინანსური რესურსების მოძიების მიზნით და ნაკლებად გეგმავს შემდგომში ერთობლივი საქმიანობის გაგრძელებას.
,,კოოპერატივების იმ წევრებსრომლებმაც ვერ შეძლეს გრანტის მოძიებადაეკარგათ ინტერესიკოოპერატივში გაერთიანების, ან ადეკვატურად ვერ აფასებდნენ თავის ვალდებულებებს კოოპერატივისწინაშეიმ კოოპერატივებშისადაც ფუნქციონირების პროცესში შეიქმნა ფინანსური ან სხვა პრობლემებიწარმოიშვა შიდა დაპირისპირებებირომლის გამოც კოოპერატვებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება.

ასევე ერთერთ პრობლემას წარმოადგენს კოოპერატივის წევრების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდარასაც იწვევს მათ შორის კონფლიქტსაუცილებელია კოოპერატივის შექმნამდე მისი საქმიანობისსტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დეტალურად განხილვა და წევრებთან შეთანხმებაშემდგომ ეტაპზესაჭიროა ბიზნეს გეგმის შემუშავებაფინანსური ანალიზის ჩატარება და ბიუჯეტის დაგეგმვაასეთი გზითდარეგისტრირებულ კოოპერატივს წარმატების მიღწევის ბევრად მეტი წინაპირობაა გააჩნიაუკვე არსებულკოოპერატივებში კი გეგმა ყოველწლიურად უნდა შეადგინონ და წევრებს შორის პასუხისმგებლობა უნდაგაანაწილონ’’, – ამბობს ჯავახიშვილი.

კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე „კახეთის ხმასთან“ საუბარში  კოოპერატივების სტატუსის შეწყვეტის მიზეზებს განმარტავს.

მიშელაძე მიუთითებს, რომ კოოპერატივები უნდა აკმაყოფილებდნენ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. მისი ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად ეძლევათ რეკომენდაცია და კანონით დადგენილი ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში უწყდებათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი.

კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში კი ის აგრძელებს საქმიანობას, თუმცა მისთვის აღარ არის ხელმისაწვდომი ხელშეწყობის პროგრამები და საგადასახადო შეღავათები.
,,სასოფლოსამეურნეო კოოპერატივს, რომელსაც შეუწყდა სტატუსიმაგრამ აკმაყოფილებს კანონისმოთხოვნებსაქვს უფლება კოოპერატივის სტატუსის მისაღებად ხელმეორედ მოგვმართოსსააგენტო წინაწლებშიც და მიმდინარე წელსაც აგრძელებს მიზნობრივი პროგრამების განახორციელებას.

ხორციელდება რძის მწარმოებელიმევენახეობისმაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაშიარსებული სათიბსაძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამამეფუტკრეობისსასოფლოსამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის და კოოპერატივებშისაერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამაასევე მიმდინარეობსკოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამარომელიც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვაშიფინანსურ მხარდაჭერას და მარკეტინგული მასალების მომზადებასბრენდირებას გულისხმობს.

დარგის სწრაფი განვითარებისათვის შემუშავდა არაერთი სახელმწიფო პროგრამა მეფუტკრეობისმესაქონლეობისმევენახეობის მიმართულებითტექნიკური დახმარების პროგრამებირომელიც 2015 წლიდან მოქმედებს და არის მიზნობრივიმოიცავს დახმარებას სასოფლოსამეურნეოკოოპერატივებისათვის წარმოების სრული ციკლის მანძილზე’, – აცხადებს გიორგი მიშელაძე.

მისი განცხადებით, ის, რომ გარკვეული პირები საუბრობენ მეპაეთა რეესტრის ფორმალიზებაზე, საპაიო შენატანების მრავალსახეობაზე, მოგების განაწილების მოუქნელობაზე და სხვა მოთხოვნებზე, მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ აქვთ გათავისებული კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობების პრინციპები.
,,კოოპერატივებს მიღებული აქვთ სტატუსიმაგრამ მოქმედებენ სხვა სამეწარმეო ფორმების (შპსან საოჯახომეურნეობების პრინციპებითამიტომ გარკვეულ ნაწილს შეადგენენ ისეთი კოოპერატივებირომლებიცშექმნილია უმეტესად სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობისა და საგადასახადო შეღავათებითსარგებლობის მიზნით და არ არიან მოტივირებულნიგაზარდონ წარმოების მასშტაბები ახალი წევრებისშემატების გზითარ გამოიყენება კოოპერატივის მართვის დემოკრატიული პრინციპი და მართვის ფუნქციასერთპიროვნულად იღებს ერთი ან ორი პირიამიტომ სუსტია ვერტიკალური და ჰორიზონტალურიკოორდინაციის დონეარ მიმდინარეობს რისკების შეფასება და მართვაჯეროვნად არ მოქმედებსაგროსასურსათო პროდუქტების უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმი.

არ არის შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოებისრის გამოც პრაქტიკულად არ არსებობს კოოპერატივის შიდაკონტროლის მექანიზმი და სხვაასეთ შემთხვევაში კოოპერატივის გამართულ ფუნქციონირებასთანდაკავშირებული რისკი უაღრესად მაღალიაამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი სწორი გზაარომსაწარმოს გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული დაგეგმვის და კონტროლის ფუნქცია უნდააიღონ თავად მეპაიეებმარომლებიც არიან რეალური მეპატრონეებისასოფლოსამეურნეო კოოპერაციისპროცესი საქართველოში ახალი დაწყებულია და მისი სამართლებრივი რეგულირების დახვეწა ეტაპობრივხასიათს ატარებს’’, – აღნიშნავს მიშელაძე.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი