სოფელ საქობოში წარმოებული საპონი დუბაიში ექსპორტზე გავა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მდებარე ზეთისხილის მწარმოებელი კომპანია „ჯეოლაივის“ მიერ დამზადებული საპონი დუბაიში ექსპორტზე გავა.
„ჯეოლაივის“ დამფუძნებელი გორგი აცხადებს, რომ საპონს ზეთისხილისგან, ლავანდისგან და ციტრუსისგან ამზადებენ და ის „ქიზიყის“ სახელწოდებით გაიყიდება.
გიორგი სვანიძის ინფორმაციით, საპონი ადგილობრივ ბაზარზე უკვე იყიდება.
,,ქართული ზეთისხილის და ზეთისხილის ზეთის წარმოების გარდა, კომპანიამ პირადი ჰიგიენის პროდუქციის გამოშვება დაიწყო. ჩვენი საპნის ყიდვა „აგროჰაბში“, „გუდვილში“ და „ნიკორაში“ არის შესაძლებელი. მისი ღირებულება 1.20-დან 3-ლარამდე მერყეობს. პირველ ეტაპზე ბაზარზე ჯამში 25 ათასი ცალი საპონი გამოვიდა, ხოლო სამ წელში 1 მილიონამდე საპნის წარმოება იგეგმება. საპნის წარმოების დასაწყებად ჩვენ ნახევარ მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ. საპონი ექსპორტზე დუბაის “კარფუში” აპრილის ბოლოს შევა”, – აცხადებს გიორგი სვანიძე.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი