„აგროქიზიყი“ თბილისში სოფლის ნობათის და ხორცის მაღაზიას გახსნის

მიმდინარე წლის მაისში, თბილისში ახალი სოფლის ნობათის და ხორცის მაღაზია „წერტი“ გამოჩნდება. ინვესტიციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე კომბინირებული საკვების მწარმოებელი კომპანია „აგროქიზიყი“ ახორციელებს.
კომპანიის დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, რომ პროექტის განხორციელებაში ჯამში, 400 000 ლარის ინვესტიცია ჩადო.
,,ბაზარზე ჯანსაღი პროდუქტის წარმოების პრობლემა დგას და ახალი მაღაზიის გახსნა პრობლემის მოსაგვარებლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. რაც შეეხება მაღაზიას სახელწოდებას „წერტი“, ძველქართულად ეს კონკრეტული ადგილის განმსაზღვრელი სახელწოდება იყო, სადაც მომხმარებელს ერთი სახეობის პროდუქციის შეძენა შეეძლო. ჩვენც კონკრეტული „წერტი“ ვართ, სადაც სოფლის ნობათის შეძენა იქნება შესაძლებელი”,- განაცხადა ბექა გონაშვილმა.
კომპანია „აგროქიზიყი“ 2011 წელს დაფუძნდა.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი