ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა

ქართულ ხორბალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის დადგენილებას ხელს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა ხელი.
“კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქართული ხორბლის კულტურას (ენდემიური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია“, – ნათქვამია დადგენილებაში.
დადგენილება ძალაში უკვე შევიდა.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი