საგრანტო კონკურსი სასათბურე მეურნეობების მოწყობაზე

“USAID”-ის პროექტი “ზრდა საქართველოში” რომელსაც ახორციელებს “ქემონიქს ინთერნეიშენალი” აცხადებს საგრანტო კონკურსს ბოსტნეულის, მარწყვისა და მწვანილის სასათბურე წარმოების განვითარების მიზნით ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების სამიზნე თემებში. (იხილეთ დანართი ბ – პროექტი “ზრდა”-ს სამიზნე თემების/სოფლების ჩამონათვალი).

პროექტი ითვალისწინებს სასათბურე მეურნეობების მოწყობას (1000 კვ.მ-მდე) თანადაფინანსების პრინციპით, ჯამში არაუმეტეს  5000კვ.მ-ისა. საგრანტო პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აღნიშნული რეგიონების სამიზნე თემებში მცხოვრებ ფერმერებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან ინდ. მეწარმედ, ან გამონაკლის შემთხვევაში აქვთ საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი, როგორც ფიზიკურ პირს, თუ მათი წლიური შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს. გრანტი გაიცემა აგრეთვე მცირე და საშუალო საწარმოებზე, რომელთაც აქვთ სურვილი გააფართოვონ/განაახლონ არსებული სასათბურე მეურნეობა ან მოაწყონ სრულიად ახალი სასათბურე მეურნეობა, და სათბურის მოწყობაში მიიღონ ფინანსური და არა ფინანსური (მუშა ხელი) თანამონაწილეობა. (თანამონაწილეობის ფორმატზე იხილეთ დეტალები ქვემოთ). გრანტები გაიცემა და განხორციელდება “USAID”-ის და აშშ მთავრობის იმ რეგულაციების დაცვით, რომლებიც გამოიყენება გრანტების, კონტრაქტების დროს, ზრდა პროექტის საგრანტო პროგრამის მართვის პოლიტიკის შესაბამისად.

განაცხადში აუცილებლად უნდა მიეთითოს მოთხოვნის # 082-2005-009-S-2019.

განაცხადები წარდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2019 წლის 20 სექტემბრისა (18:00 სთ). დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.

წყარო: https://jobs.ge/?view=jobs&id=210346&fbclid=IwAR2qx9s2U22itabFvCxwkHsk0e1TfM1P2oGnOgq6x3bai_nbBnQzqRHGqOA

კომენტარები

კომენტარი