ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა თუშეთში გუდის ყველის წარმოება დაიწყო

ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა თუშეთში გუდის ყველის წარმოება დაიწყო. კომპანია „ვაკისძირი“ პროდუქციას მცირე რაოდენობით აწარმოებს და „რედიქსის“ ქსელში ყიდის.
პაპაშვილის ინფორმაციით, პროექტში 500 000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო.
კომპანია „ვაკისძირმა“ წარმოება, თუშეთში, გასული წლის ბოლოს დაიწყო და დღემდე 3-4 ტონა ყველის წარმოება შეძლო.
„საზღვარგარეთ, მაღალფასიანი და ძვირადღირებული ყველი ადგილზე იყიდება, გატანაც არ სჭირდება. წინასწარ ჩაწერით არის შესაძლებელი მისი რეალიზაცია.კომპანიის მიზანია პროდუქციის ხარისხის ისე ამაღლება, რომ მისი ღირებულება 15 ლარიდან 30 ლარამდე გაიზარდოს“, – აცხადებს პაპაშვილი.
ბიზნესმენი კახეთში 15 ჰექტრზე ზეთისხილის ბაღების გააშენებასაც გეგმავს, რომელზეც 300 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი