მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის გრანტები 30 ათას ლარამდე გაიზრდება

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” გრანტები მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის 30 ათას ლარამდე გაიზრდება. სააგენტოს ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ახალი ფაზა მიმდინარე წლის ზაფხულის შუა რიცხვებიდან განახლდება.
“ეს პროგრამა ასრულებს თავის საქმეს, შესაბამისად, ახალი მიკრო გრანტების პროგრამა, რომელიც შუა ზაფხულიდან ამოქმედდება, გაითვალისწინებს ყველა ხარვეზს, რაც აქამდე შეგვხვდა. გრანტები 30 ათას ლარამდე გაიზრდება. გარდა ამისა, შუამავალი კომპანია სააგენტოსა და ჩვენს შორის აღარ იქნება. ასევე, გვეყოლება დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც აპლიკანტის ვინაობა არ ეცოდინება”, – განაცხადა ხიდურელმა.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი