საგრანტო კონკურსი ტურიზმის სექტორში ჩართული სუბიექტებისთვის

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი “Zrda” არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=214646&fbclid=IwAR0xpgDEqvEKLvtYvsbB86yHcVBJaB3h4EcBa8ApejO9YyDjUrFHu4dkYSE

კომენტარები

კომენტარი