ფერმერთა სკოლის უფასო სასწავლო პროგრამა – მიმდინარეობს რეგისტრაცია

თუ გსურთ მიიღოთ ფერმერულ მეურნეობაში დასაქმების შანსი, შემოუერთდი ნუტრიმაქსის ფერმერთა სკოლის უფასო 1 – თვიან სასწავლო პროგრამას ორ სხვადასხვა მიმართულებით:

1. ბროილერის მიმართულების ფერმის მართვა;
2. მეღორეობის მიმართულების ფერმის მართვა.

ტრენინგი განკუთვნილია: ყველა იმ პირისთვის ვისაც აინტერესებს ფერმერული მეურნეობის მუშაობის სპეციფიკა და სურვილი აქვს დასაქმდეს ამ სფეროში!

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს ნუტრიმაქსის ფერმერთა სკოლის სერთიფიკატს და გაეწევა რეკომენდაცია დარგში მოწინავე ფერმერულ მეურნეობებში დასაქმების მხრივ!

კურსდამთავრებულები დაეუფლებიან მეფრინველეობის ან მეცხოველეობის დარგში არსებულ ინოვაციურ ცოდნას, რაც მათ საშუალებას მისცემთ გახდნენ უფრო მეტად წარმატებული და ეფექტური ფერმერები!

რას შეისწავლით:

→ ფერმაში ბროილერის ან ღორის ეფექტურ მოვლა/გამოზრდას შესაბამისი სტანდარტების მიხედვით;

→ ფერმის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას;

→ ფერმაში სანიტარიული და ბიო-უსაფრთხოების სისტემის მოწყობას/მართვას.

მოთხოვნები ტრენინგის მონაწილეთა მიმართ:

განათლება – ნებისმიერი მიმართულების უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;

სავალდებულო არ არის ფერმერული მეურნეობაში გამოცდილების ქონა;

სასურველია ნებისმიერ სფეროში სამუშაო გამოცდილების ქონა;

სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენის ფლობა;

ტრენინგის დეტალები:

→ ხანგრძლივობა: 4 კვირა;

→ კურსის მოცულობა – 36 საათი;

→ ლექციების ჩატარების დრო შეთანხმდება ტრენინგის მონაწილეებთან;

→ ლოკაცია: ნუტრიმაქსის სათაო ოფისი.

შერჩევის ეტაპები:

ონლაინ-აპლიკაციების/რეზიუმეების მიღება; გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით, გაგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@nutrimax.ge  და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ტრენინგის მიმართულების დასახელება: 1. „ბროილერის მიმართულების ფერმის მართვა“; 2. „მეღორეობის მიმართულების ფერმის მართვა“.

ან მიჰყევით რეგისტრაციის გასავლელად ონლაინ – ბმულს: http://bit.ly/2V4dvEa

საკონტაქტო ნომერი: 551 210 286

ყურადღება: მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

წყარო: http://agrokavkaz.ge/axali-ambebi/phermertha-skolis-uphaso-sastsavlo-programa-mimdinareobs-registratsia.html

კომენტარები

კომენტარი