საგარეჯოში მოყვანილ რაფსას ბიოდიზელის საწარმოებლად გამოიყენებენ

კომპანია “ბიოდიზელ ჯორჯიამ”, რომელიც ბიოდიზელს აწარმოებს, „ლომთაგორასა“ და „სითი ლოფტთან“ პარტნიორობით საგარეჯოს რაიონში, 50 ჰექტარ ტერიტორიაზე რაფსის კულტურა გააშენეს, რომლის გადამუშავების შედეგად ბიოდიზელს დაამზადებენ.
“ბიოდიზელ ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მურმან პატარაიას განცხადებით, რაფსის კულტურის გაშენება სატესტო რეჟიმში მოხდა. მისივე თქმით, სამომავლოდ თუ პროექტი გაამართლებს ზეთოვანი მცენარის რამდენიმე ათას ჰექტარზე დათესვავს გეგმავენ.
“რაფსის თესლი ჩამოვიტანეთ და სატესტო რეჟიმში 50 ჰექტარ ტერიტორიაზე დავთესეთ. ეს მოხდა პირველად. საქართველოში რაფსი არასდროს არავის მოუყვანია. თუ ჩვენი გეგმა გაამართლებს ვგეგმავთ ფერმერებთან ვითანამშრომლოთ და წარმოება გავზარდოთ. რაფსის მოსავალს 90 დღეში ავიღებთ. რაც შეეხება ტექნოლოგიას, რომლითაც ბიოდიზელის წარმოება უნდა მოხდეს, რაფსი სპეციალურ საწნეხ აპარატში გამოიწურება, გამოცალკევებული ზეთით კი ბიოდიზელის წარმოება მოხდება.რაფსის ნარჩენებით კი ე.წ კოპტონი მიიღება, რომელიც ცხოველების საკვებად გამოიყენება. 50 ჰექტარზე დათესილი კულტურისგან დაახლოებით 50 ტონა ზეთი უნდა მივიღოთ და 80 ტონა კოპტონი ვაწარმოოთ”, – აცხადებს პატარაია.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი