წინანდლის კასრში დავარგებული ვისკი JIMSHER-ი აგვისტოში ამერიკაში გაიყიდება

ქართულმა ვისკის ბრენდმა JIMSHER-მა სერტიფიცირება გაიარა და აგვისტოს ბოლოს აშშ–ში, კერძოდ ტეხასის შტატში გაიყიდება. კომპანიის დამფუძნებელ ჯიმი ჩხაიძემ აცხადებს, რომ ვისკის გასაყიდი ფასი 17-18 დოლარი იქნება და ის 0,7–ლიტრიან ბოთლებში გაიყიდება.
შეგახსენებთ, რომ პირველი ქართული ვისკის ბრენდი JIMSHER-ი ბაზარზე 2017 წლის მარტის დასაწყისში გამოჩნდა და ის ანალოგიურ უცხოურ პროდუქციაზე 5%-ით იაფია. ამ ეტაპზე მისი შეძენა და დაგემოვნება თბილისის მასშტაბით 100-მდე სუპერმარკეტშია შესაძლებელი. ვისკი 0,7 და 0,50–ლიტრიან ბოთლებშია ჩამოსხმული.
ამჟამად ვისკის ოთხი სახეობა მზადდება – ტრადიციული, საფერავი ნამყოფი კასრში, ქართული ბრენდი კასრში, Single malt და წინანდლის კასრში დავარგებული ნახადი. ვისკი ექსპორტზე ამჟამად ჩინეთში, ყაზახეთში და პოლონეთში გადის.

ავტორი: მაკა ხაიზური

კომენტარები

კომენტარი