მუდმივი, გამჭვირვალე სკა- საგარეჯოელი მეფუტკრის ინოვაციური მეურნეობა

Geplaatst door ნიკოლოზ ოსიყმიშვილი op Donderdag 2 mei 2019

საგარეჯოელმა მეფუტკრემ, ნიკოლოზ ოსიყმიშვილმა, ინოვაციური ,,მუდმივი გამჭვირვალე სკა“  შექმნა. მან იდეა და სკების დიზაინი საქპატენტის დახმარებით დააპატენტა  .

ოსიყმიშვილი განმარტავს, რომ მის მიერ შექმნილ რამდენიმე სართულიან თანამედროვე დიზაინის სკაში, რომელიც გამჭვირვალეა, ფუტკარი ველურ პირობებში ცხოვრობს, თავად ამზადებს ფიჭას და ნატურალურ თაფლს.

,,საქმიანობა თავიდან დავიწყე ხის უჩარჩო სკებით, თავადვე შევიმუშავე იმ სკებში ფუტკრის მოვლის ტექნოლოგია, რადგან მსგავსთან არ მქონდა  წვდომა,  ჩემ ხის სკებს, ყრუ ფსკერის ნაცვალდ ბადე აქვს, ფუტკარი წლის განმავლობაში ამ ბადეზე მყავს და ძნელი არ იყო ჩემთვის მიხვედრა, რომ  სკაში კედლის სისქე გადამწყვეტ როლს არ თამაშობდა, რადგან ის  ტემპერატურა რაც სკის გარეთაა, სკაშიც (თითქმის) იგივე უნდა ყოფილიყო, ამან კი გადამაწყვეტინა გამეკეთებინა შუშის კედლებიანი სკა ექსპერიმენტისთვის, დავამზადე ასეთი სკა, ჩასვი მასში ფუტკარი და დავიწყე დაკვირვება მთელი წლის განმავლობაში ,

ყოველ თვე  ვუღებდი ვიდეოს ამ სკაში ფუტკარს (სრული ვიდეო მასალა არსებობს) .

ექსპერიმენტულ შუშის სკაში , ფუტკარმა  შესანიშნავად გამოიზამთრა ! მეორე წელს მოსავალიც მივიღე.

ამის შემდეგ, ვიმუშავე და დავაპატნტე უკვე ჩემი ახალი სკებიოსიყმიშვილის მუდმივი, გამჭვირვალე სკა. ფიჭა რასაც თავად ფუტკარი ამზადებს, ნატურალურია. ჩავატარე ბევრი ექსპერიმენტი და დავამსხვრიე ის სტერეოტიპი, რომ თითქოს ფუტკარს დიდი მოვლა  და დათბუნება სჭირდება. (ამისი მტკიცებულებებიც მაქვს).

გამჭვირვალე, „მუდმივი“  სკას, რომელიც მე დავაპატენტე,  არ აქვს ანალოგი მსოფლიოში.  განსხვავება ჩემს და სხვა მეფუტკრეების საქმიანობაში ბევრია, როგორც ცა და დედამიწა. ჩემეული მეფუტკრეობა , ფაქტიურად არ მოიხთოვს დროს, არაა მასში დანახარჯები როგორიცაა ხელოვნური (პარაფინის) ფიჭა და ჩარჩოები, ჩემეულ მეფუტკრეობაში სკა იხსნება, მხოლოდ თაფლის ამოღების დროს, ისიც , მხოლოდ ზედა, თაფლიანი  კორპუსი, რაც გარდა იმისა , რომ დროს არ გვართმევს ფუტკრის მოვლისას, ასევე ნაკლებად ავადდება ფუტკარიც, რადგან ხშირი სკის გხსნა და ფუტკართან კონტაქტი (ის რაც ხდება ჩარჩოიან სკებში), იწვევს ფუტკრის სტრესულ მდგომარეობას, ეს კი დამატებითი, გარანტირებული დაავადებებია და რომ ვუმკურნალოთ ფუტკარს, საჭირო ხდება სკაში ანტიბიოტიკების, ან სხვა ქიმიური საშუალებების გამოყენება, რაც საბოლოოდ აისახება თვითონ პროდუქტის ხარისხზეც!  მხოლოდ ნატურალურ ფიჭაში  300-მდე მინერალი და ვიტამინია. ხოლო ის რომ ადამიანები შეძლებენ ჩემ სკებში დააკვირდნენ ფუტკრის ყოფა-ცხოვრებას, ეს დამატებითი ინფორმაციის მიღების გრადა, აუწერელი სილამაზეა -განუცხადა agromedia.ge-ს ნიკოლოზ ოსიყმიშვილმა.

მეფუტკრე,სკების დიზაინის დაპატენტების პარალელურად გამჭვირვალე სკებს თავისი ხელით ამზადებდა . მისი თქმით, იმ შემთხვევაში, როცა დონორს ან პარტნიორს იშოვის, რომელიც სკების მასობრივ წარმოებაში დაეხმარება, სკების გასაყიდი ფასი ახლანდელთან შედარებით, ბევრისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

 ,,ვეძებ პარტნიორს, “ოსიყმიშვილის მუდმივი სკებისწარმოებისთვის, რომელთა რეალიზაცია , სრული ჩემეული ტექნოლოგიით მოხდება, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მასალა, რომელიც სკების დამზადებაში გამოიყენება, იქნება მეტალი, პოლიკარბონატი და პლასტიკი, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო. სკების რეალიზაცია დაგეგმილი მაქვს მომავალ წელს. როცა მასობრივი წარმოება მოხდება, დაიბეჭდება და მასში ფუტკრის მოვლის ტექნოლოგიასთან’  ერთად ნებისმიერ ქვეყანაში გაიგზავნება.

იგი ასევე ვიდეო გაკვეთილებსაც ამზადებს, რომლის დახმარებითაც მსურველებს ფუტკრების მოვლის და ხარისხიანი თაფლის მიღების ინოვაციურ გზებს ასწავლის. ,,ამის გაკეთებას შეძლებს ნებისმიერი, ვინც მოინდომებს,-  აცხადებს ოსიყმიშვილი.   

ეს კი ბატონი ნიკოლოზ ოსიყმიშვილის  მიერ დაპატენტებული    „მუდმივი სკაა“

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი