ლევან დავითაშვილი – წელს ყურძნის ფასის სუბსიდირებას სახელმწიფო არ აპირებს

წელს ყურძნის ფასის სუბსიდირებას სახელმწიფო არ აპირებს,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სფეროში თანადაფინანსება იქნება, მაგრამ ფასს ბაზარი განსაზღვრავს.

„ყურძნის ფასის სუბსიდირებას ჩვენ არ ვაპირებთ. რაც შეეხება დარგის სუბსიდირებას, ჩვენ სხვადასხვა ფორმით ვაგრძელებთ, მათ შორის, ახალი ვენახების გაშენებას ვაფინანსებთ. ანუ სოფლის მეურნეობის დარგის სუბსიდირება არის, მაგრამ კონკრეტულად ფასის სუბსიდირებას ჩვენ არ ვაპირებთ. ყურძნის ფასს განსაზღვრავს ბაზარი“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი