სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში კოღოების საწინააღმდეგო წამლობა დაიწყო

სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში კოღოების საწინააღმდეგო წამლობა დაიწყო. როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის მიზნით სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ „თერმული ნისლის“ ტექნოლოგიით დაახლოებით 2000 ჰექტარის დამუშავება იგეგმება. უწყების ინფორმაციითვე, ამასთანავე, ბიოლოგიური პრეპარატით შეიწამლება 500 ექტარი ფართობის წყალსატებები. მერიაში განმარტავენ, რომ ამ დროსითვის უკვე მიმდინარეობს იტალიური შავი კალიის წინააღმდეგ ბრძოლა. უახლოეს დღეებში კი კოღოს საწინააღმდეგო წამლობა დაიწყება.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი