ატმის სეზონის ორგანიზებულად ჩატარებისთვის სპეციალური შტაბი გაიხსნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ატმის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, სამინისტრო პროცესში წელსაც აქტიურად იქნება ჩართული.

მისივე თქმით, გაიხსნება სპეციალური შტაბი, რომელსაც სამინისტროს შესაბამისი სამსახური უხელმძღვანელებს.

,,უკვე რამდენიმე წელია გროვდება გამოცდილება, როგორც ახალი სავაჭრო არხების მოძიების თვალსაზრისით, ისე – ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ და ვფიქრობ სეზონი წარმატებული იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი