ღვინის მე-12 საერთაშორისო გამოფენაზე გურჯაანმა 37 მედალი მოიპოვა

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაზე, სხვადასხხვა ხარისხის 4 ოქროს, 10 ვერცხლის და 23 ბრინჯაოს, ჯამში 37 მედალი მოიპოვა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ღვინის მე-12 საერთაშორისო კონკურსზე წარდგენილი მსხვილი კომპანიების, მცირე და საოჯახო მარნების სულ 81 კომპანიის მიერ წარმოებული 300-ზე მეტი ღვინის ნიმუში იქნა წარდგენილი.

,,კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ: ღვინის მაგისტრები, ენოლოგები და ღვინის ექსპერტები, საქართველოდან და უცხოეთიდან. კონკურსი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენის Wine Expo Georgia 2019-ის ფარგლებში ჩატარდა. ღვინის საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა 10 ღვინის მარანი და მათთან ერთად სხვა მსხვილი კომპანიები მონაწილეობდნენ”,- აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ავტორი: მაკა ხაიზური

კომენტარები

კომენტარი