ICC-GEORGIA-მ ჯგუფი შექმნა, რომელიც ქართველ მეღვინეებს ახალი ბაზრების ათვისებაში დაეხმარება

საერთაშორისო სავაჭრო პალატა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ თვითნებურ გადაწყვეტილებას, სანქციები დააკისროს საქართველოს, საქართველოსთან ფრენების გაუქმებისა და ქართული ღვინის კომპანიების ღვინის იმპორტის შეჩერებით რუსეთში. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ინფორმაციით, ICC-Georgia-მ ჯგუფი შექმნა, რომელიც ქართველ მეღვინეებს ახალი ბაზრების ათვისებაში დაეხმარება.

“იმისდა მიუხედავად, რომ ზემოთ აღნიშნულ სანქციებს საქართველოს ეკონომიკაზე ექნება შეზღუდული გავლენა, ის მაინც მიაყენებს ზარალს ბიზნესს, რომლებიც დამოკიდებული იყვნენ ექსკლუზიურად რუს ტურისტებსა და რუსულ ბაზარზე. ICC-Georgia-მ მოახდინა რესურსების მობილიზება ისევე როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, რათა შევამსუბუქოთ მოცემული სანქციების ზარალი ქართულ ბიზნესებზე. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ითანამშრომლებს და დაეხმარება საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციას, რათა ვუზრუნველყოთ სწრაფი რეაგირება და გავუწიოთ ზედამხედველობა მიმდინარე პროცესებს, ამასთანავე დავეხმაროთ ღვინის ქართულ მწარმოებლებს, იპოვონ ახალი ბაზარი ღვინის გასატანად, რისთვისაც ჩვენ გამოვიყენებთ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულ კომიტეტებს 130 ქვეყანაში’’, – ნათქვამია საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: მაკა ხაზიური

 

კომენტარები

კომენტარი