ამ დროისთვის 3 000 ტონაზე მეტი ატამია ექსპორტირებული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 3 000 ტონაზე მეტი ატამია ექსპორტირებული.

მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი განმარტავს, რომ მიუხედავად შემცირებული მოსავლიანობისა, წელს ატმის ექსპორტისგან მიღებული შემოსავლები, გასულ წელზე მაღალი იქნება.

„ამ დროისთვის 3 000 ტონაზე მეტი ატამია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამ პერიოდისთვის არსებულ ნიშნულს უახლოვდება. მიმდინარე წელი ძალიან მაღალი საფასო კატეგორიით დაიწყო, თავდაპირველად ატმის ფასი 4 ლარზეც კი იყო, ახლა კი ხარისხის მიხედვით 1- 1.3 ლარი ღირს.

მიმდინარე სეზონი აბსოლუტური წარმატებით მიმდინარეობს. 9 მაცივარი და მიმღები საწარმო მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მოსავლიანობა ისეთი მაღალი არ არის რაც 2018-ში იყო, მიღებული შემოსავლები უკეთესი იქნება, ამის განმაპირობებელი კი ხარისხია, რომელიც ეტაპობრივად უმჯობესდება”, – განაცხადა ხანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოდან ატმის მოსავლის 67% ექსპორტზე რუსეთში გავიდა. მთავარ ექსპორტიორ ბაზარს შორის პირველ ადგილს წელსაც რუსეთი იკავებს.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი