რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის ღვინო შვეიცარიაში გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

18 ივლისიდან შვეიცარიის ქალაქ ვევეში (Vevey) სტარტს მევენახეთა ფესტივალი – Fête des Vignerons-ს აიღებს. ფესტივალზე „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის“ ღვინოც იქნება წარმოდგენილი. „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის“ დამფუძნებელი გიორგი ალადაშვილი აცხადებს, რომ მას ამის შესაძლებლობა შვეიცარიელმა მეგობარმა მისცა.
„ვევეში მცხოვრებმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩვენი ღვინის ქომაგია, გადაწყვიტა, ფესტივალის პერიოდში ჩვენი ღვინო და ქართული სამზარეულო ყოფილიყო წარმოდგენილი; თავისი სახლის ეზოში მოაწყო თონე, მაყალი და მოგვეცა საშუალება, ქალაქის სტუმრებს დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ღვინო“, – აღნიშნა ალადაშვილმა.
ფესტივალი, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, 25 წელიწადში ერთხელ იმართება.
მასშტაბური ღონისძიება მოიცავს კონცერტებს, შოუებს და სხვადასხვა თეატრალურ წარმოდგენას.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი