წნორში უფასო აგროსკოლა გაიხსნება

წნორში მცხოვრები ახალგაზრდა ფერმერი, რომელიც ბიოპროდუქტებს ბროკოლს, ლობიოს, კარტოფილს, ცხარე და ბულგარულ წიწაკას და პომიდორს აწარმოებს, აგროსკოლის გახსნას გეგმავს.

მეწარმეს თქმით, უფასო აგროსკოლაში ახალგაზრდები ბიოპროდუქტის მოყვანას შეისწავლიან. მისივე თქმით,მ აგროსკოლის გახსნა სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს დაასაქმებს, სოფლის მეურნეობას განავითარებს და ბაზარზე მეტი ბიოპროდუქტის გამოჩენას შეუწყობს ხელს.

,,სულ მალე წნორში გაიხსნება უფასო აგროსკოლა, სადაც 7-11 წლის ბავშვები, პრაქტიკული სამუშაოებით შეისწავლიან, როგორ აწარმოონ პროდუქტები ქიმიური დანამატების გარეშე. დღეს, როცა მსოფლიოში არაჯანსაღი პროუქციის გამო, სხვადასხვა დაავადებების შემთხვევებმა იმატა, ძალიან მნიშვნელოვანია ბიოპროდუქტების წარმოება. აგროსკოლას სოციალურ საწარმოსთან, „ცოდნის კაფესთან“ თანამშრომლობით შევქმნით”, – განაცხადა ნიკა ბაგალიშვილმა.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი