ქართული ზეთისხილის ზეთი ნიუ-იორკში გაიყიდება

კახეთში წარმოებული ,,ქართული ზეთისხილის” ზეთი მომავალ წელს ნიუ-იორკში გაიყიდება.
კომპანია ამერიკის ბაზარზე 100 000 ბოთლი ზეთისხილის ზეთის გატანას გეგმავს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, გარდა ზეთისა, ამერიკის ბაზარზე სამომავლოდ ზეთისხილის გატანაც იგეგმება. 
“ნიუ-იორკის შემდგომ, დაგეგმილია პროდუქციის ნიუ-ჯერსიში შეტანაც. ამერიკის ბაზრის შემდეგ, კი ვგეგმავთ კანადის და მექსიკის ბაზრებზე გასვლას. ამ დროისთვის კი კომპანიას ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქვს რუსეთთან და ჩინეთთან, სადაც პროდუქცია უკვე გასასვლელად ემზადება. პროდუქცია უკვე იყიდება ბელორუსში”,- აცხადებენ კომპანიაში.
კომპანია ზეთისხილის ბაღებს კახეთში ფლობს. „ქართული ზეთისხილის” ზეთი 250-გრამიან, 500-გრამიან და 750-გრამიან მინის ქილებში იყიდება. ზეთისხილის მარინადი კი – 250, 500 და 750 გრამიან მინის ქილებშია წარმოდგენილი.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი