გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. ფესტივალი, რომელიც წელს მესამედ, 12 ოქტომბერს გაიმართება, 200-ზე მეტი მონაწილე ეყოლება.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, მეღვინეობის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან, ხელნაკეთი, შემოქმედებითი, თემატური ნამუშევრები და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები.
,,ღვინის ფესტივალი წელს მესამედ გაიმართება. გარდა ღვინის დაგემოვნების და ექსპოზიციების დათვალიერებისა, სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებაში, ყურძნის დაწურვაში, სხვადასხვა აქტივობებში, შეჯიბრებებსა და გასართობ თამაშებში.
ფესტივალის ფარგლებში, ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ხოლო საღამოს გაიმართება გალა კონცერტი თბილისის ბიგ ბენდის შესრულებით”,– განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ფესტივალი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუდმივი მხარდაჭერით, უკვე მესამედ იმართება.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი