ყვარელში ,,გუგოშვილების მარანი” გაიხსნა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში „გუგოშვილების მარანი“ გაიხსნა.

მარანში მისულ სტუმარს ღვინის დეგუსტაციასთან ერთად ღამის გათევის სერვისსაც შესტავაზებენ.

ტურისტული კომპლექსი გარდა ოთახების და მარნისა, მოიცავს 3 ჰექტარზე გაშენებულ ხეხილის ბაღებს და 15 ჰექტარზე ვენახებს.

მარანში ასევე განთავსებულია 150 ტონაზე გათვლილი ღვინის საცავი, სადაც ადგილზე წარმოებული ღვინო ინახება.

„გვაქვს საგედუსტაციო დარბაზი, თონე, სამწვადე და ძველი სტილის ქარხანა სადაც ჭაჭის გამოხდა ხდება. ასევე გვაქვს 5 საძინებელი, სადაც სტუმრებსაც შეუძლიად ღამე გაათიონ. სეზონზე დაახლოებით 100 ტონამდე ღვინოს ვაწარმოებთ და გვაქვს 4-5 წლის დაძველებით ღვინოები. სტუმრებს ვთავაზობთ რქაწითელის, საფერავის, ქინძმარაულის, მწვანე ღვინის და ტრადიციული წესით წარმოებული ჭაჭის არაყის დაგემოვნებას”,- აცხადებს მარნის მფლობელი თამაზ გუგოშვილი

მისი თქმით, ისინი სამომავლოდ წარმოების გაზრდას გეგმავენ და მცირე საოჯახო სასტუმროში 30-მდე ნომრის დამატებას გეგმავენ.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი