ამ დროისთვის ყურძენს 15-მდე საწარმო იბარებს

რთვლის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყურძენს 15-მდე საწარმო იბარებს. საწარმოები როგორც ყვარლის, თელავის და სიღნაღის, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მოქმედებს.

,,რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ორი დღეა წვიმებია, წინა დღეებთან შედარებით ყურძნის გადამუშავების ტემპებმა იკლო. ახლა რთველი აქტიურ ფაზაში შედის და როგორც გამოიდარებს, დაიწყება ყურძნის კრეფა მევენახეების მიერ.

ამ დროისთვის რთვლის პროცესში სულ 68 კომპანიაა ჩართული, საიდანაც ზოგმა უკვე მიიღო ყურძნის საკმარისი მარაგი. გარდა ამისა, მოსავლის ჩაბარება ხდება სახელმწიფო საწარმოებშიც. ამ დროისთვის 17 000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული კახეთის რეგიონში’’,- განუცხადეს knews.ge-ს რთვლის საკოორდინაციო შტაბში.

ავტორი:მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი