კომპანიამ ,,ალალი” ახალი სახეობის წვენის წარმოება დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტში, აჩინებულის ტერიტორიაზე მდებარე საწარმომ ახალი სახეობის მაყვლის ნატურალურ წვენის წარმოება დაიწყო.
,,სხვა სახეობის წვენებთან ერთად დავიწყეთ მაყვლის ნატურალური წვენის წარმოება, რომელიც უკვე იყიდება. მაყვალი მაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და პარალელურად ამცირებს უამრავი დაავადების რისკს”,- აცხადებენ კომპანიაში.
ქართული ნატურალური წვენების ,,ალალი“ ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაბარებული ნედლეულით აწარმოებს ვაშლის, ყურძნის და ატმის ნატურალურ ქართულ წვენებს.
კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე სუპერმარკეტების ქსელებში იყიდება.

,,ამჟამად სამი სახეობის ნატურალურ წვენს ვაწარმოებთ, რომელიც 250 მილიგრამიან და 1 ლიტრიანი მინის ბოთლებშია ჩამოსხმული. წვენები ქართული ხილისგან მზადდება. პროდუქციის ფასები საცალო ქსელში სახეობების მიხედვით განსხვავებულია. კერძოდ 250 მილიგრამიანი შეფუთვით 1,50-დან 1,80 ლარამდე ღირს, ხოლო ლიტრიანი – 4-დან 5 ლარამდე. დავიწყეთ ISO 22000-ის დანერგვა და ამ სტანდარტით მუშაობა, რაც გაგვიმარტივებს საექსპორტო ბაზრების ათვისებას“, – განუცხადეს ,,აგრომედიას“ კომპანიაში.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საწარმო მეორე წელია რაც გაიხსნა, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას ყველა იცნობს და ნატურალურ წვენებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

ავტორი:მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი