სიღნაღი ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს

19 ოქტომბერს, ქალაქ სიღნაღში, აღმაშენებლის მოედანზე, ღვინის ფესტივალი გაიმართება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ფესტივალზე მოსულ სტუმრებს სასიამოვნო გარემოსთან ერთად დახვდებათ ტრადიციული კახური კერძები, ღვინის სადეგუსტაციო სივრცე. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე ნახონ თათარის მოდუღების, ჩურჩხელის გავლების, არყის გამოხდის და ასევე თონეში კახური შოთის პურის გამოცხობის პროცესი.

უწყების ინფორმაციით, ქალაქში, ამასთანავე, გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები, ხალხური რეწვის ნიმუშები და გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება.

წყარო:ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი