საქართველოში მესაქონლეობის გამოფენა პირველად გაიმართება

პირველად საქართველოში „მესაქონლეობის ექსპო | Cattle Expo – 2019 გაიმართება. ღონისძიების მიზანია, საქართველოში რძის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ უცხოური, მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა საქონლის ჯიშების პოპულარიზაცია და მესაქონლეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა. ღონისძიების დტუმრებს მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა პირუტყვის გამოფენა-შეჯიბრი ელის. ადგილობრივი და ესტონეთიდან მოწვეული ექსპერტები გამოავლენენ გამარჯვებულ მსხვილფეხა საქონელს. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია, რომლებიც ნედლი რძისგან იწარმოება. გამოფენა 26 ოქტომბერს, 12-დან 15 საათამდე, თბილისის იპოდრომზე, ლისის ტბის მიმდებარედ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი