სოფელ თოხლიაურში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში ყურძნის გადამამუშავებელი ახალი საწარმო აშენდება, რომელიც წლიურად 500 ტონა ყურძნის გადამუშავებას შეძლებს.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ საწარმოს ასაშენებლად არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 10 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.

,,ბიზნესის მხარდასაჭერად და მეღვინეობის დარგის განსავითარებლად შპს „გუგვაინს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 46 781კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა საინვესტიციო ვალდებულებებით გადაეცა”,- აცხადებენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

ავტორი:მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი