კახეთში მსოფლიოში უნიკალური სახეობის სოკოების არსებობა დასტურდება

კახეთის რეგიონში მსოფლიოში უნიკალური სახეობის სოკოების – ტრუფელისა და გულას არსებობა დასტურდება. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე ამბობს, რომ ტრუფელის ჯიშის სოკო წელს ახმეტაში ნახა, ხოლო გულა – ლაგოდეხში.

,,ტრუფელის ჯიშის სოკო კახეთშიც გვხვდება, ზოგი ადამიანი მას მოიპოვებს კიდეც ყველაზე ძვირფასი სოკო დედამიწაზე, თეთრი ტრუფელი მე შემხვდა წელს ახმეტაში ტრუფელი. მისი არსებობა საქართველოში არ იყო დადასტურებული

ხოლო გულა სოკო, რომლის ფოტომასალაც მაქვს, ვნახე ლაგოდეხში. ეს სოკოები სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, მე ასევე ლაგოდეხში ვნახე ნიყვის ჯიშის სოკო, რომელიც ასევე იშვიათი სახეობაა”,- განუცხადა “კახეთის ხმას” გიორგი სულამანიძემ.

მოსახლეობა სოკოების მრავალფეროვნებისა და მათი სასარგებლო თისებების შესახებ ნაკლებ ინფორმაციას ფლობს.

გარემოს დამცველების თქმი, ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას კახეთში, სადაც დიდი რაოდენობით სოკოა, მაგრამ ხალხი ამით არ არის დაინტერესებული, რადგან უპირატესობას ანიჭებენ მხოლოდ ხის სოკოს და მიიჩნევენ, რომ ის უფრო საიმედო და უვნებელია.

ავტორი:მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი