გურჯაანის ღვინის ფესტივალის გამარჯვებული ღვინო შვედეთში გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე გამარჯვებული ღვინო “ვაჩნაძიანის ველი” შვედეთში იყო წარმოდგენილი. 

მეღვინე გივი თავთეთრიშვილი ამბობს, რომ შვედეთში მიმდინარე ფესტივალზე ორი სახეობის ღვინო – ქვევრის საფერავი და რქაწითელი წარადგინა.

,,საქართველოს ბანკმა’’ დაგვიფინანსა 4 დღით შვედეთში ღვინის ფესტივალზე გამგზავრება. ეს დიდი საჩუქარია და სტიმულის მომცემია’’,- განუცხადა knews.ge-ს გივი თავთეთრიშვილმა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, ერთ-ერთმა სპონსორმა, საქართველოს ბანკმა 200-მდე მეღვინისთვის ლატარია გაათამაშა. გამარჯვებული ლოტოტრონის საშუალებით გამოვლინდა.

მარანი ,,ვაჩნაძიანის ველი’’ სოფელ ვაჩნაძიანში 2008 წელს შეიქმნა და ამ დროისთვის 6 სახეობის ღვინოს აწარმოებს.  მეღვინის განმარტებით, ის ღვინოს ძველი ტრადიციული მეთოდით ქვევრში ამზადებს.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი