კულტურა, გაშენება, მოვლა, ჯიშები, კვება, დაავადებებთან ბრძოლა-ვაზი

ვაზი (Vitis vinifera) ორლებნიანი, ყვავილოვანი მცენარეების, ვაზისებრთა (Vitaceae) ოჯახის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. იგი სათანადო აღზრდა-ფორმირების და მოვლის პირობებში მეორე წელსვე იძლევა მოსავალს.

სრულმსხმოიარე ერთი ჰექტარი ვენახიდან 8-12 ტონა და მეტი მოსავლის მიღება არის შესაძლებელი.ვაზის ზრდა განვითარების ოპტიმალური პირობებია: ტემპერატურა – 25-30℃, ჰაერის ფარდობითი ტენიანობა – 60-70%, ნიადაგის ტენიანობა – 80-85%, მოსავლის აღების პერიოდში 70%.+8℃ დაბლა ვაზის ზრდა განვითარება წყდება. დაბერილ კვირტს და კარგად მომწიფებულ ყურძენს შეუძლია -3-4℃ ყინვის გადატანა, ხოლო ყლორტი -1℃-ზეც ადვილად ზიანდება.

ვენახში ნიადაგი დიფერენცირებულად უნდა დამუშავდეს. იგი დამოკიდებულია ნარგაობის ასაკზე, აღზრდის სისტემაზე და ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე.ვენახში ნიადაგის დამუშავება მოიცავს: შავადხნულს, დაკორდებას, მულჩირებას, სიდერატების და ჰერბიციდების შეთანაწყობილ გამოყენებას.

      https://gfa.org.ge/wp-content/uploads/2018/11/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90.pdf

 

წყარო:https://agrokavkaz.ge/pdf/vazi-kultura-gasheneba-movla-jishebi-kveba-daavadebebthan-brdzola.html

კომენტარები

კომენტარი