ექსპოჯორჯიაში კონფერენცია-სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები გაიმართება

მსოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის რიგით მე-19 საერთშორისო გამოფენის ფარგლებში 21 ნოემბერს სადისკუსიო პანელი იმართება AGROBUSINESS – სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები.

ღონისძიებები სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მე-19 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართება. გამოფენას ექსპოჯორჯია 20-22 ნოემბერს უმპასპინძლებს და მასში მონაწილეობას 15 ქვეყნის 100-მდე კომპანია მიიღებს.მონაწილე კომპანიები სრულად მოიცავენსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, სასმელების, შემფუთველი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების სფეროებს.

„21 ნოემბერს სოფლის მეურნეობის გამოფენის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს არაერთი ღონისძიება. ადგილზე მოსული სტუმრები, რომლებიც ახლა იწყებენ აგროსფეროში ბიზნესს, გაეცნობიან დაფინანსების მოპოვების გზებს, ასევე გაიგებენ, თუ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქცია, რომ ქართული სუპერმარკეტების დახლებზე მოხვდეს.სემინარები არის მათთვის, ვინც უკვე არის აგრობიზნესის მფლობელი – მათ სადისკუსიო პანელზე ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ, თუ რას გეგმავს სახელმწიფო სოფლის მეურნეობის კუთხით 2020 წელს და რა ტენდენციებია აგროსფეროში.პანელი  ითვალისწინებს ასევე კითხვა პასუხის ფორმატს დამსწრე აუდიტორიასა და დისკუსიის მონაწილეებს შორის”– ამბობს ორგანიზატორი მარიამ ცაიშვილი.

სადისკუსიო პანელის მოდერატორი იქნება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: აწარმოე საქართველოში; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; თიბისი ბანკი; საპარტნიორო ფონდი.

სამი დღის განმავლობაში, ექსპოჯორჯიას მე-6, მე-11 პავილიონებსა და გარე სივრცეში დაგხვდებათ: სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები, შესაფუთი ტექნოლოგიები და მასალები, სამაცივრე აღჭურვილობა, კვების ტექნოლოგიები, საირიგაციო სისტემები, თესლები და ნერგები, სასუქები და ქიმიკატები, საშრობები და შენახვის სისტემები, საჯიშე მეცხოველეობა და მეფრინველეობა და სხვა.

ექსპოჯორჯიას ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭრით გამოფენას მცირე ფერმერები საქართველოს ყველა რეგიონიდან დაესწრება. მათ საშუალება ექნებათ დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები მეწარმეებთან, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და  სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს.გამოფენა უნიკალური სივრცეა პოტენციური პარტნიორობისთვის. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დაგვიკავშირდეს და დავუგეგმოთ B2B შეხვედრა გამოფენის მონაწილე კომპანიასთან ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში.

სადისკუსიო პანელი და სემინარები 21 ნოემბერს გაიმართება მათთვის, ვინც აპირებს აგრობიზნესის წამოწყებას ან უკვე დასაქმებულია აგროსფეროში.გამოფენა 20 ნოემბერს 11:00 საათზე, გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიას  მე-11 პავილიონში გაიხსნება და 3 დღის განმავლობაში დამთვალიერებელს 11:00 დან – 18:00 საათამდე მიიღებს.

წყარო: აგროკავკასია

კომენტარები

კომენტარი