ვაზის დაცვის სქემა

 

 

პრეპარატის ტიპები, მათი მოხმარების ნორმები და ვადები შერჩეულ უნდა იქნას კლიმატური პირობების, დაავადებების და მავნებლების ინტენსივობის გათვალისწინებით.

ზორვეკ  ვინაბელი-ს შესხურება რეკომენდირებულია პრევენციულად ზედიზედ ორჯერ 12-14 დღიანი ინტერვალით. აღნიშნულ ორ შესხურებას შეუძლია უზრუნველყოს მცენარის დაცვა 28 დღემდე ხანგრძლივობით, მცენარისათვის ყველაზე კრიტიკულ ფაზაში. მწარმოებელი რეკომენდაციას იძლევა ზორვეკ ვინაბელი გამოყენებულ იქნას ყველაზე რთულ პერიოდში, რაც საქართველოს პირობებში ემთხვევა ვაზის ყვავილობის დასაწყისს და ყვავილობის დასასრულს.

ზორვეკ ვინაბელი სწრაფად აბსორბირდება მცენარის ეპიკუტიკულარის ცვილის ფენაში და, შედეგად, შესხურებიდან 20 წუთის შემდეგ მოსულ ნალექს არ აქვს გავლენა პრეპარატის ეფექტურობაზე. პრეპარატის ეს უნიკალური თვისება საშუალებას აძლევს მომყვანს იყოს უფრო მოქნილი შესხურებების გრაფიკის შედგენისას, რადგან წვიმის მოსვლამდე მცირე ფანჯრის არსებობაც კი საკმარისია წარმატებული წამლობის ჩასატარებლად. ზორვეკ ვინაბელი-თ ვენახის წამლობის დამთავრებიდან 20 წუთში მოსული წვიმის შემთხვევაში არ არის საჭირო ვენახის ხელახალი გადაწამვლა, როგორც ეს ხდება სხვა პრეპარატების შემთხვევაში

ზორვეკ ვინაბელი გადანაწილდება დამუშავებული მწვანე მასიდან დაუმუშავებლ ყვავილებსა და მტევნებზე. ეს უზრუნველყოფს გაცილებით უკეთეს დაცვას მცენარისათვის კრიტიკულ ფაზებში. ყოველივე ეს აძლევს საშუალებას მევენახეს მეტი დრო დაუთმოს ვენახში სხვა აქტივობების დაგეგმვას და შესრულებას.

წყარო: აგროკავკასია

კომენტარები

კომენტარი