კახეთში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

თელავში, სასტუმრო “ლოპოტაზე, კახეთში ტურიზმის განვითარების პერსპეტივებზე რეგიონული კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიბის ორგანიზატორები არიან ა(ა)იპ კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია “DMO Visit Kakheti” და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველო.

კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კონფერენციის მონაწილეებმა ნაშრომების პრეზენტაცია გამართეს და ისაუბრეს ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდაზე, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება ვიზიტების რაოდენობის, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ეფექტიანი მარკეტინგისა და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან ვიზიტორების მოზიდვაზე,

შიდა ტურიზმის სტიმულირებაზე; მსოფლიო დონის ტურისტული მომსახურების შეთავაზების გზით;კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე და სხვა.

კონფერენციაზე წარმოდგენილ ნაშრომებს ა(ა)იპ კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია “DMO Visit Kakheti” გამოსცემს და მისი ელექტრონული ვერსია განთავსდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორით დაინტერესებული სტუდენტების, პირების და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და მათი ჩართულობის ამაღლებას რეგიონში ტურიზმის განვითარების საკითხებში.

“კონფერენცია მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები, შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს და რეგიონში ამ მიმართულებით შექმნილ ორგანიზაციას და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ ტურიზმის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულების საქმეში”, -აცხადებენ კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში.

ავტორი:ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი